×

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO არის სასწავლო ცენტრი, რომელსაც 24 წლიანი გამოცდილება აქვს საგანმანათლებლო სფეროში. მსმენელთა მოსამზადებლად უნივერსალური ცოდნის აკადემია იყენებს   ინოვაციურ  მეთოდებს, მეცადინეობები ტარდება ინდივიდუალურად და  ჯგუფურად, მომხმარებელთა მოთხოვნებიდან  გამომდინარე. სასწავლო კურსებს უძღვებიან  მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები. ადგილმდებარეობა და ფასი ხელსაყრელი და ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსმენელისთვის. თეორიული ცოდნის გარდა, UNIKO  შესაძლებლობას იძლევა მიიღოთ თეორიული ცოდნის შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება, რისთვისაც გთავაზობთ სტაჟირებას ბანკში, აფთიაქებში, რედაქციებში, ტურისტულ კომპანიებსა და სხვადასხვა ოფისში. UNIKO - ში  ახალი სფეროს ათვისება, მომზადება, გადამზადება შეუძლია ნებისმიერ მსურველს - კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. აკადემიის მუდმივ წარმატებას ხელს უწყობს უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები, მეცნიერებათა დოქტორები და პროფესორები. სასწავლო პროგრამა მორგებულია დასაქმების ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებზე. მეცადინეობები არის ინოვაციური და ინტერაქტიური.