
უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO საშუალებასს გაძლევთ შეისწავლოთ შემდეგი უცხო ენები:
გერმანული ენა ,ფრანგული ენა ,რუსული ენა, ინგლისური ენა ,თურქული ენა ,იაპონური ენა ,ესპანური ენა ,არაბული ენა
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი
ბიზნეს ინგლისური
უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO გთავაზობთ პროფესიონალურ კურსებს ბიზნეს-ინგლისურში. სასწავლო აკადემია გაძლევთ შესაძლებლობას უახლესი ლიტერატურისა და მეთოდების გამოყენებით დაეუფლოთ პროფესიას და აიმაღლოთ ცოდნის დონე.
UNIKO-ში ბიზნეს ინგლისურის კურსის გავლით მოგეცემათ შესაძლებლობა:
- განვითარდეთ, როგორც პროფესიონალი;
- შეისწავლოთ მარკეტინგული ბიზნესის ტერმინოლოგია;
- დაიწყოთ საქმიანი ურთიერთობის წარმოება;
- იპოვოთ სასურველი საქმიანობა;
- გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა;
UNIKO-ს ბიზნეს ინგლისურის კურსში შედის:
- ბიზნეს კომუნიკაცია - საქმიანი შეხვედრებისა და მიმოწერის რეფერეტი;
- მენეჯმენტის ტერმინოლოგია და წარმოება;
- მარკეტინგული ტერმინოლოგია და წარმოება;
- ზოგადი საბანკო და საფინანსო ტერმინოლოგია;
- სამართალი.
აკადემიის მაღალკვალიფიციური პედაგოგები იზრუნებენ თქვენი კვალიფიკაციის ამაღლებაზე. მსმენელთა მოთხოვნაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამა გაძლევთ ხარისხიანი ცოდნის მიღების საშუალებას, ხელსაყრელი ადგილმდებარეობა და მოქნილი სასწავლო გრაფიკი კი შეგიქმნით კომფორტს.
მეცადინეობა მიმდინარეობს როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად. ჯგუფი შედგება მაქსიმუმ 4 ადამიანისგან. ხარისხი ჩვენთან ფასზე მაღალია.
სასწავლო ცენტრი UNIKO გთავაზობთ ფასდაკლებას რამოდენიმე კატეგორიაში. კორპორატიული კლიენტებისათვის წარმოებს სპეციალური ფასდაკლებები.
კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი, რომელიც ხელს შეგიწყობთ დასაქმებაში.
ბიზნეს ინგლისურის კურსები გათვლილია ნებისმიერი მსურველისთვის. მიღება ხდება წინასწარი ჩაწერით რეგისტრაციის საფუძველზე. ჩვენი განრიგი მორგებული იქნება თქვენი სწავლისა და მუშაობის გრაფიკზე.
ფრანგული ენა
აკადემია UNIKO გთავაზობთ ფრანგული ენის შემსწავლელ კურსებს, DELF და TCF პროგრამაში მომზადებას. კურსი გათვლილია ნებისმიერი მსურველისთვის, მათ შორის აბიტურიენტებისთვისაც. პროფესიონალი პედაგოგები კომფორტულ გარემოში იზრუნებენ თქვენს მაღალ კვალიფიკაციაზე.
ფრანგული ენის კურსის გავლით მოგეცემათ შესაძლებლობა:
- გაიღრმავოთ ცოდნის დონე;
- ისაუბროთ ფრანგულ ენაზე;
- გააგრძელოთ სწავლა უცხოეთში;
- გაიზარდოთ, როგორც პროფესიონალი;
- იპოვოთ სასურველი საქმიანობა;
- გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა.
ფრანგული ენის კურსი შედგება 6 ეტაპისგან:
A1 – A2 დონეებზე შეისწავლება წერა-კითხვა, გრამატიკის საფუძვლები, სიტყვების სწორი გამოთქმა, მარტივი წინადადებების შედგენა-გამოყენება და ელემენტალურ დონეზე საუბარი.
B1 – B2 დონეებში შედის გრამატიკის საფუძვლიანად შესწავლა, პრესისა და მედიის აღქმა-გაანალიზება და თარგმნა, დიალექტების დახვეწა და სხვა.
C1 – C2 დონეების გავლით შეგეძლებათ პროფესიონალურ დონეზე ფრანგულად საუბარი, რთული სამეცნიერო ტერმინოლოგიის დახვეწა, დიალოგებისა და ტექსტების თარგმნა.
აკადემიის წარმატებას ხელს უწყობს:
- მაღალკვალიფიციური პედაგოგები;
- მსმენელთა მოთხოვნაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამა;
- აქცენტი ხარისხიან განათლებაზე;
- ინტერაქტიული გაკვეთილები;
- მოქნილი სასწავლო გრაფიკი;
- ხელსაყრელი ინფრასტრუქტურა და ადგილმდებარეობა.
ენის სწავლებისას გამოიყენება ძირითადი და დამხმარე სახელმძღვანელოები. მიღება ხდება წინასწარი ჩაწერით რეგისტრაციის საფუძველზე. განრიგი მორგებული იქნება თქვენი სწავლისა და სამუშაოს გრაფიკზე. ჩვენთან ხარისხი ფასზე მაღალია.
ფრანგული ენის სწავლების ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი