×

ბარმენის კურსი

აკადემია UNIKO გთავაზობთ უნიკალურ შანსს შეისწავლოთ ძალიან ტრენდული პროფესია, ბარის მოწყობა-ორგანიზება და ბარმენის ხელოვნება.

პროგრამის დასახელება:

  • ბარის ორგანიზება და ფუნქციონირება
  • ბარმენის კურსის ხანგრძლივობა 2 თვე
  • კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა: 5 საათი (2 თეორია, 3 პრაქტიკა)

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები: საბაზო განათლება

პროგრამის მიზანია მოამზადოს/გადაამზადოს ბარის მომსახურების სპეციალისტი რომელიც პასუხისმგებელია ბარის ყოველდღიურ გამართულ მუშაობაზე, სტუმართა და თანამშრომელთა კმაყოფილებაზე, ჰიგიენის და უსაფრთხოების სტანდარტების შესრულებაზე, ზრუნავს პროდუქტის ხარისხზე და მომსახურების სტანდარტების დაცვით უშუალოდ მონაწილეობს მის გაყიდვაში.

სწავლის შედეგები :

  • ბარის წარმოშობის ისტორია;
  • ალკოჰოლური სასმელების წარმოშობა და მოკლე მიმოხილვა;
  • საქართველო ღვინის სამშობლო;
  • სანიტარულ - ჰიგიენური პროცედურების დაცვა;
  • ბარის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მომზადება და წარდგენა სტანდარტის შესაბამისად ;
  • კლასიკური/პოპულარული კოქტეილების მომზადება და წარდგენა სტანდარტის შესაბამისად;
  • ცხელი ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მომზადება და წარდგენა დადგენილი ნორმების შესაბამისად;

ბარმენის კურს ატარებს საქართველოს ბარმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ვასილ შენგელია

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ქართულ-ინგლისურ საერთაშორისო სერთიფიკატი

რეგისტრაცია