×

ღვინის დეგუსტაცია

მხოლოდ აკადემია UNIKO გთავაზობთ ღვინის დეგუსტაციის ტრენინგს თეორიულ სწავლებას და პრაქტიკულ მომზადებას, რომელიც მოიცავს დეგუსტაციის პრინციპების განსაზღვრას.

კურსი შესაძლებლობას მოგცემთ შეისწავლოთ მეღვინეობაში არსებული ტერმინოლოგია, პრაქტიკულ ნაწილში ჩატარდება ღვინოების დეგუსტაცია, ასევე დეგუსტაციის პროცესში შეძლებთ ღვინის შესაბამის საკვებთან შეხამებას და გემოვნური მახასიათებლების აღწერას.

მოგეხსენებათ
საკვების და ღვინის ერთობლიობა საერთო წარმოდგენას გვიქმნის მათ შეხამებაზე და ამრავალფეროვნებს ჩვენს არომატულ მახასიათებლებს.

დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იქნება ,,Vini Amare,,- ღვინოები, პრაქტიკულ ცოდნას გაგიზიარებთ ,,Vini Amare,,- დამფუძნებელი გრიგოლ ნეფარიძე. ტრენინგს ჩაატარებს ანჟელა ღაჭავა.

კურსის დასრულების შემდეგ მიღებული ცოდნით შესაძლებლობა გექნებათ დეგუსტაციის მთავარი პრინციპები პრაქტიკაში გამოიყენოთ და აკონტროლოთ ღვინის ხარისხი.

ღვინის დეგუსტაციის პრინციპები:

  • ღვინის ხარისხის შემოწმება
  • ღვინის ორგანოლეპტიკური მახასიათებლები
  • ღვინის დაავადებების სახეობები
  • დეგუსტაციის ჩატარებისათვის აუცილებებლი პირობები
  • ღვინის არომატები თეთრ, ვარდისფერ და წითელ ღვინოებში
  • ღვინის არომატების განსაზღვრა
  • შეფასების ტერმინოლოგია DLG-ის ხუთბალიანი სისტემის მიხედვით
  • პროფესიული დეგუსტაციის პირობები
  • ღვინის ნიმუშების მომზადების პრინციპები
  • დეგუსტატორის მიმართ არსებული მოთხოვნები
  • ღვინის შეხამება კერძებთან
  • ღვინის არომატების აღქმა
  • დეგუსტაციის ჩატარების სახეები

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ქართულ-ინგლისურ საერთაშორისო სერთიფიკატი

პედაგოგი: ანჟელა ღაჭავა


რეგისტრაცია