×

ქართული ენა უცხოელებისათვის
აკადემია UNIKO თავაზობს ქარტულ ენას უცხოელებისთვის, ვისაც სურს დაეუფლოს სახელმწიფო ენას.
ქართული ენას შევასწავლით როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ასევე საქართველოს არაქართულენოვან მოსახლეობას.

კურსის გავლა შესაძლებელია თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში.

სწავლება მიმდინარეობს რამდენიმე ეტაპად,
მსმენელისათვის, მისი შესაძლებლობებიდან და ცოდნის დონიდან გამომდინარე შემუშავებული იქნება ინდივიდუალური სასწავლო პროგრამა და სწავლება წარიმართება რამდენიმე  ეტაპად:

  • პირველი ეტაპი მოიცავს წერა-კითხვის სწავლებას, ასევე მსმენელი დააგროვებს გარკვეულ ლექსიკურ მარაგს, რომელიც აუცილებელია ყოველდღიური მარტივი კომუნიკაციისათვის. შეძლებს მარტივი წინადადებების აგებას და გამოთქმას, ჩამოუყალიბდება მოსმენილის გაგებისა და გააზრების უნარი.
  • მეორე ეტაპზე მსმენელთან მუშაობა წარიმართება თავისუფლად მეტყველების უნარების ჩამოსაყალიბებლად, იგი შეძლებს თავისუფლად საუბარს, აითვისებს ქართული გრამატიკის ძირითად საფუძვლებს, მოხდება მეტყველების დახვეწა და ლექსიკის კიდევ უფრო გამდიდრება.
  • მესამე ეტაპზე მსმენელის სურვილის მიხედვით მოხდება ქართული ლიტერატურისა და საქართველოს ისტორიულ-კულტურული წარსულის გაცნობა და შესწავლა.

სწავლების პროცესში გამოყენებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიები აპრობირებული პროგრამები და სახელმძღვანელოები

კურსს გაუძღვება პროფესიონალი და მღავაწლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგი



რეგისტრაცია