×

 საბანკო საქმე და ფინანსები

ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი კომპონენტია. უფრო და უფრო მეტი პროფესიონალი იძენს ცოდნას ამ სფეროში პროფესიული ზრდისა და პირადი გამოცდილებისთვის. საბანკო და საფინანსო საქმის კურსის შესწავლამ შეუძლია ადამიანებს მისცეს ცოდნა, რაც მათ სჭირდებათ დასახული მიზნების განსახორციელებლად და კარიერის წინსვლისათვის.

სპეციალობა "საბანკო საქმე" ერთ -ერთი ყველაზე პერსპექტიულია, რადგან საბანკო სისტემა ნებისმიერ ქვეყანაში არის ეკონომიკის საფუძველი. ეკონომიკური ზრდის ტემპი, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოება და მისი სტატუსი საერთაშორისო არენაზე დამოკიდებულია ეროვნული საბანკო სისტემის განვითარების დონეზე. კვლევების შედეგად, შრომის ბაზარზე დიდი მოთხოვნაა საბანკო სპეციალისტებზე, ამდენად თქვენ შეძლებთ ადვილად იპოვოთ სამუშაო სხვადასხვა ორგანიზაციებში.

შეიძლება დაგიქირაოთ საინვესტიციო ორგანიზაციებმა, ფინანსურმა ინსტიტუტებმა, საკრედიტო ორგანიზაციებმა, საფონდო ბირჟებმა, სადაზღვევო კომპანიებმა ან საკუთრების სხვადასხვა ფორმის საწარმოთა ისეთმა სტრუქტურულმა დანაყოფებმა, როგორიცაა საინვესტიციო, საკრედიტო, ფასიანი ქაღალდების, სამართლებრივი და ეკონომიკური დეპარტამენტები, საბუღალტრო მომსახურება.

საბანკო საქმის და ფინანსების კურსის გავლა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ან აუდიტორიაში, სასწავლო კურსის სილაბუსის ფარგლებში.
საბანკო და საფინანსო კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:

  • ბუღალტრული ანგარიშის მენეჯმენტი,
  • ფინანსური მენეჯმენტი,
  • კორპორატიული ფულადი სახსრების მენეჯმენტი,
  • საერთაშორისო საბანკო და პირადი ფულის მენეჯმენტი

ამ კურსში ხშირად მონაწილეობენ ბანკების, საკრედიტო კომპანიების, საბუღალტრო და აუდიტორული დაწესებულებების თანამშრომლები. ამასთან, საბანკო კურსს გადიან სხვადასხვა ინდუსტრიის მრავალი პროფესიონალი.


კურსის მიზანია მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტები, რომელნიც შეძლებენ ფინანსებისა და საბანკო საქმესთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებას ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციებით.

სტუდენტს განუვითაროს მენეჯერულ პოზიციაზე წარმატებული საქმიანობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, მოამზადოს ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კომპანიებში მმართველობის სხვადასხვა რგოლში დასაქმებისა და შესაბამისი ფუნქციების ეფექტური შესრულებისათვის.

ხელი
შეუწყოს სტუდენტის სასწავლო კურსის ფარგლებში შეძენილი ცოდნა-უნარების პრაქტიკულ სიტუაციებში გამოყენებასა და საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელ პრაქტიკულ ჩვევათა განმტკიცებას.


სწავლის შედეგი:

  • კურსის დასრულების შედეგად სტუდენტს ჩამოუყალიბდება შემდეგი კომპეტენციები
  • განმარტავს ბიზნეს-გარემოს, ფინანსებისა და საბანკო სფეროს რეგულირების თეორიებს, კონცეფციებსა და ძირითად პრინციპებს.
  • აცნობიერებს ფინანსებსა და საბანკო სექტორში პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელ: ბიზნესის, მენეჯმენტის, მარკეტინგის, ეკონომიკის, საბანკო და საგადასახადო საქმის, ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის ძირითად პრინციპებსა და თავისებურებებს
  • აცნობიერებს ფინანსური რესურსების ოპტიმალური მართვის თანამედროვე მეთოდებს; საბანკო საქმის სპეციფიკას, საკრედიტო მომსახურების ფორმებს და ფულის მიმოქცევის თანამედროვე ტექნოლოგიებს; ეკონომიკის განვითარებაში მოხმარების, დანაზოგების და ინვესტიციების როლს

საბანკო და საფინანსო საქმის ტრენინგ -კურსს შეუძლია ადამიანების აღჭურვა იმ უნარებითა და შესაძლებლობებით, რაც მათ სჭირდებათ კარიერის გასაუმჯობესებლად და მათი პირადი და პროფესიული მიზნების მისაღწევად.

საბანკო კურსის წარმატებას ხელს უწყობს:

  • მაღალკვალიფიციური პედაგოგები;
  • მსმენელთა მოთხოვნაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამა;
  • აქცენტი ხარისხიან განათლებაზე;
  • ინტერაქტიული გაკვეთილები;
  • მოქნილი სასწავლო გრაფიკი (დღის და საღამოს ჯგუფები);
  • ხელსაყრელი ინფრასტრუქტურა და ადგილმდებარეობა.


საბანკო საქმის სწავლების ბოლოს გაიცემა კურსის ორენოვან სერთიფიკატი, სტაჟირების სერთიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.

რეგისტრაცია